ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გომელაური უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას – „იმედი“

გომელაური უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას – „იმედი“

სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური უარყოფს ანტისამთავრობო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენებას.
„იმედი“ გომელაურის განცხადებას, როგორც „ექსკლუზივს“ ავრცელებს.
„ეს ნივთიერებები რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ნაცებმა კატა გამოთხარეს!“, – აცხადებს გომელაური „იმედის“ თანახმად.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.