ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გოგლიჩიძის თანაგუნდელი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

გოგლიჩიძის თანაგუნდელი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

ავტორიტეტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ემპოლიმ" და "ნაპოლიმ" 20 წლის იტალიელი მცველის ლუკა მარიანუჩის ტრანსფერი შეათანხმეს და ახალგაზრდა ფეხბურთელი ამ ზაფხულს "პარტენოპეიში" გადაბარგდება.
ფეხბურთელის აგენტმა მარიო ჯუფრედიმ აღნიშნული ცნობა დაადასტურა და აღნიშნა, რომ კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია.
სავარაუდოდ, "ნაპოლის" ეს გარიგება 9 მილიონი ევრო დაუჯდება. მარიანუჩი იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მცველად ითვლება. მიმდინარე სეზონში მან 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.