არქივი2 აპრილი, 2025, 01:34
გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა - "ემპოლი" "ბოლონიასთან" განადგურდა

იტალიის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ემპოლი“ საკუთარ მოედანზე „ბოლონიასთან“ 0:3 დამარცხდა.
მასპინძელთა მცველი საბა გოგლიჩიძე 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში უკვე 0:3 იყო. მისი თამაში sofascore-მ 6.5 ქულით შეაფასა, flashscore-მ კი 6.4-ით.
საპასუხო შეხვედრა 24 აპრილს ბოლონიაში გაიმართება, თუმცა „ემპოლის“ შემდეგ ეტაპზე გასვლის შესაძლებლობა თითქმის ნულის ტოლია.
„ემპოლი“ შემდეგ მატჩს 6 აპრილს ჩაატარებს - სერია A-ს 31-ე ტურში „კალიარის“ უმასპინძლებს.
ემპოლი - ბოლონია 0:3
გოლები: 0:1 ორსოლინი (23), 0:2 დალინგა (29), 0:3 დალინგა (51)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.