არქივი21 ოქტომბერი, 2024, 19:39
გოგლიჩიძეზე დასაკვირვებლად - იტალიური კლუბის დირექტორი "ემპოლის" და "ნაპოლის" მატჩს დაესწრო

იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი) წერს, რომ "ბოლონიას" ტექნიკური დირექტორი ჯოვანი სარტორი "ემპოლისა" და "ნაპოლის" მატჩს მასპინძელთა გუნდის ახალგაზრდა ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძეზე დასაკვირვებლად დაესწრო.
გოგლიჩიძემ სერია A-ში მიმდინარე სეზონში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვირდრდა. მას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
საბას სატრანსფერო ფასი 300 ათასი ევროდან 5 მილიონამდე გაიზარდა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.