ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გოგი გვახარია: შუქნიშანთან გავჩერდი, წინ ერთი მანქანა მედგა რუსული ნომრით, უკან მეორე, ასევე რუსული...

გოგი გვახარია: შუქნიშანთან გავჩერდი, წინ ერთი მანქანა მედგა რუსული ნომრით, უკან მეორე, ასევე რუსული...

"მანქანა მხოლოდ შაბათ-კვირას გამომყავს. დღეს ვაირე. ამდენი რუსულნომრიანი მანქანა თბილისში მე არ მახსოვს", - ამის შესახებ კინომცოდნე გოგი გვახარია სოციალურ ქსელში წერს.

"შუქნიშანთან გავჩერდი. წინ ერთი მანქანა მედგა რუსული ნომრით, უკან მეორე, ასევე რუსული. უცბად წარმოვიდგინე, რომ ეს მანქანები ტანკებია...წარმოიდგინეთ თქვენც. საინტერესო გრძნობაა. არა, საჭესთან ყოველთვის ფხიზელი ვარ. ნუ, ისედაც არ ვსვამ, აღარც ვეწევი", - წერს გვახარია.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.