გოგი გვახარია: …ყმაწვილებს მიმართა: “თქვენმა უფროსმა იცის რომ ნაცები ხართ? კარგი იქნება ვინმემ გააგებინოს

“2 დღის წინ ერთი ფირმის ოფისში მომიხდა საქმეზე მისვლა. ყურადღებიანი და ზრდილობიანი ახალგაზრდები მემსახურებოდნენ. ერთ-ერთმა მითხრა თქვენი გადაცემა მომწონსო, გვერდით მჯდომ გოგოს მიმართა, ვერ იცანიო? იმან, კიო. ძალიან მომეწონა Stephane Mgebrishvili შვილი, რა კარგი გოგოა, რა კარგი ვიდეო იყოო. სხვებიც ჩაერთვნენ. ტვ პირველზე აღარ გავა, იუტუბზე გვიყურეთ მეთქი. რატომო… გავახსენე რომ ახალი კანონი მიიღეს
რიგში იდგა ერთი ბღენძი კაცი. აი ზუსტად ოლეშას როგორც ჰყავს აღწერილი “3 ბღენძი”. გვისმენდა. რაღაც. მომენტში ვიფიქრე რომ ჩაერთვება საუბარში, მაგრამ არა, მხოლოდ გვისმენდა. ჩემთან რომ მორჩნენ და მისი რიგი მოვიდა, ხმა ამოიღო და ამ ყმაწვილებს მიმართა: “თქვენმა უფროსმა იცის რომ ნაცები ხართ? კარგი იქნება ვინმემ გააგებინოს” – წერს კინომცოდნე გოგი გვახარია სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…