ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გოგა ხაჩიძე: წინ საინტერესო ტურნე გველის, ბ-ნი ბიძინას არნახული მამაცობის ტურნე

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, მუსიკოსი გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს:
"ივანიშვილი, ბრონირებული შუშებით 2012 წელსაც გამოდიოდა შეხვედრებზე.
ამჯერად სიახლე, შუშის გაგრძელებაზე დამაგრებული ლითონის დამცავი ბადეები იყო, სავარაუდოდ fpv დრონისგან თავდასაცავად.
გასაგები ამბავია, ბ-ნი ბიძინა რომ ხარ, ამ ეპოქაში, როგორ გინდა დრონის არ გეშინოდეს, მაგრამ დრონის შიში ისეთია, ერთი თუ შემოგიძვრა, ეგ ბადე დიდად ვერ დაგაიმედებს, ასე რომ წინ საინტერესო ტურნე გველის, ბ-ნი ბიძინას არნახული მამაცობის ტურნე”

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.