არქივი6 ოქტომბერი, 2025, 15:39
გოგა ბითაძემ NBA-ის პრესეზონის პირველ შეხვედრაში „ორლანდო მეჯიქთან“ ერთად „მაიამი ჰიტი“ დაამარცხა

გოგა ბითაძემ „ორლანდო მეჯიქის“ შემადგენლობაში NBA-ის 2025/2026 წლის პრესეზონის პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მისმა გუნდმა „მაიამი ჰიტი“ სტუმრად 126:118 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა მოედანზე 16 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 6 ქულა და 8 მოხსნა შესძინა.
„ორლანდო“ შემადგენლობაში საუკეთესო 13 ქულით 19 წლის ჯეისონ რიჩარდსონი იყო, 12 ქულა ჰქონდა გერმანელ ტრისტან და სილვას.
NBA-ის ძირითადი ეტაპის მოსამზადებელ ეტაპზე „ორლანდო მეჯიქი“ მომდევნო მატჩს 11 ოქტომბერს „ფილადელფიასთან“ გამართავს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.