გმირთა მოედნის ესტაკადაზე დაგეგმილი საპროფილაქტიკო სამუშაოების გამო, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია გმირთა მოედანზე არსებული ესტაკადის კვლევა-გამოცდის გეგმურ სამუშაოებს იწყებს, რის გამოც, ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეზღუდვა 19 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით, 02:00-იდან 06:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.
“პირველ ეტაპზე, 19 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, დღეგამოშვებით, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება გმირთა მოედნის ესტაკადაზე ამსვლელ ყველა პანდუსზე. კერძოდ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მხრიდან, გმირთა მოედნიდან მემორიალის მოპირდაპირე მხარეს ამსვლელ პანდუსზე, თამარ მეფის ხიდიდან და ზოოპარკის მიმდებარედ ამსვლელ პანდუსებზე.
შემდეგ ეტაპზე, 5 და 7 ივლისის ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება მერაბ კოსტავას ქუჩიდან (სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მხრიდან) ამსვლელ ესტაკადაზე, რომელიც უკავშირდება მერაბ კოსტავას ქუჩას სპორტის სასახლის მიმართულებით და თამარ მეფის გამზირს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)

თეონა ბაღდავაძე: პირველ რიგში ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ასეთი ემოციური ვიდეოსთვის, უბრალოდ არ შემიძლია ნიკუშა კაპანაძის ნაძირალა დედას რომელიც ცდილობს სიტუაციიდან დაძვრომას გულგრილად ვუყურო