გმირთა მოედანზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მემორიალთან ფიცი დადეს

გმირთა მოედანზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მემორიალთან ფიცი დადეს.
ფიცის ტექსტი რამდენიმე ახალგაზრდამ წაიკითხა და მასში ნათქვამია, რომ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ.
„ჩვენი გმირების წინაშე, ვინც ჯავშნად გვედგა, ვინც ანდერძად დაგვიტოვა სახელოვნად გამარჯვება, ვინც არ დანებდა, ვინც 100 წლის წინ იბრძოლა ჩვენი თავისუფლების მტრების წინააღმდეგ, მათი სულების წინაშე, რომლებიც დღეს დაგვცქერიან ჩვენ, წარსულის და დღევანდელი გმირების, – 49 სინდისის პატიმრის სახელით, ისტორიისა და მომავლის წინაშე ვფიცავთ:
არ მივატოვებთ სიმართლისათვის დევნილებს! სიტყვით და საქმით ხელს გავუწვდით მათ და მათ ოჯახებს! ვფიცავთ – ვიქნებით ერთად! ვფიცავთ – ვიბრძოლებთ ბოლომდე!“, – ნათქვამია ფიცის ტექსტში.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად