გმირთა მოედანზე კარვებს შლიან

საპროტესტო აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე კარვებს შლიან. ისინი გმირთა მოედანზე ვარაზის ხევის გავლით ჩავიდნენ.
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის ნიკა მელიას თქმით, ასეთი საპროტესტო აქციები გაგრზელდება მანამდე, სანამ ქართული ოცნება ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს.
“საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში ყოველდღიურად იქნება ასეთი წინააღმდეგობრივი ღონისძიება, სანამ არალეგიტიმური ხელისუფლება არ გახდება იძულებული ჩანიშნოს ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები. თავისი ფორმით, შინაარსით, სიყალბით ეს ე.წ. პარლამენტი, მსოფლიოს მასშტაბით, მართლაც უნიკალურია – მას არ აქვს აღიარება”, – განაცხადა ფორმულასთან მელიამ.
მანამდე საპროტესტო აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ შენობასთან მიმდინარეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია