ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეები გვირაბის გადაკეტვას ცდილობენ

გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეები ამჯერად გვირაბის გადაკეტვას ცდილობენ, რომელიც გმირთა მოედანს მერაბ კოსტავას ქუჩასთან აკავშირებს.
“მჭიდროდ და ერთად ვიაროთ, არ გავიფანტოთ, ნელი სვლით, ერთად გადავკეტოთ გვირაბი. სიმჭიდროვე შევინარჩუნოთ!”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქტივისტები აქციაზე სახელწოდებით “პიკეტირება - ხმაური თავისუფლებისთვის!”, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარეობს, 18:00 საათიდან მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები გზების გადაკეტვას შეკრების წუთიდან ცდილობდნენ, მაგრამ სამართალდამცველებმა მათ ხელი არაერთხელ შეუშალეს. ამის შემდეგ აქტივისტებმა გმირთა მოედნის მიმდებარე ქუჩები რიგრიგობით გადაკეტეს, საბოლოოდ კი მიწისზედა სავალი ნაწილის გადაკეტვა სრულად მოახერხეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.