გმირთა მოედანზე არაერთი ადამიანი დააკავეს
გმირთა მოედანზე დააკავეს მომიტინგეები, რომლებმაც გზის გადაკეტვა სცადეს.
პოლიციამ არაერთი მოქალაქე ძალის გამოყენებით ჩასვა ავტომობილებში და წაიყვანა.
გმირთა მოედანზე ათეულობით პოლიციელია მობილიზებული, ადგილზე რჩება ანტირუსული აქციის მონაწილეთა ნაწილი.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია გმირთა მოედანზე დაკავებების შესახებ, რუსთაველზე შეკრებილთა ნაწილი ამ მიმართულებით დაიძრა.
ვიდეო: ტვ პირველი
· თუ კანონი არ შეიცვლება, იქნება შეზღუდვები კონკრეტულ ადამიანებსა და მათ ოჯახებზე — ო’ბრაიენი
· პოლიციამ აქციის დარბევა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიწყო – საია
· „ლელო“ და ენმ საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებენ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.