გლოვოს კურიერს ცეცხლსასროლი იარაღით თავს 8 ადამიანი დაესხა – 4 ქალი და 4 კაცი

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, გლოვოს კურიერს ცეცხლსასროლი იარაღით თავს 8 ადამიანი დაესხა.
ფორმულას ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. დაშავებულის დედის ცნობით, კურიერს ფიზიკურად 4 კაცი და 4 ქალი გაუსწორდა.
ცნობილია, რომ დაშავებულ თემო სიგუას, ფეხში 3 ტყვია აქვს მოხვედრილი და ამ დროისთვის იგი ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
დედის განცხადებით, სიგუამ კლიენტთან ბოლო შეკვეთა დატოვა, რის შემდეგაც მას დაურეკეს და უთხრეს, რომ პროდუქტს გარკვეული ინგრედიენტი აკლდა. სწორედ ამის შემდეგ გაუსწორდა ფიზიკურად კურიერს 8 ადამიანი.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ამ დროისთვის უცნობია, დაკავებული არიან თუ არა თავდამსხმელები.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო