ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„გლოვოს“ კურიერის დაჭრის ბრალდებით კაცი დააკავეს

პოლიციამ ბათუმში დააკავა „გლოვოს“ კურიერის დაჭრაში ბრალდებული კაცი, რომელსაც ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდნენ. მას შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დაკავებული უკვე საპატიმროშია გადაყვანილი, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა აღკვეთის ღონისძიებად დაუსწრებლად ჯერ კიდევ ივლისში შეუფარდა.
„გლოვოს“ კურიერი, 32 წლის თემო სიგუა, 6 ივლისს თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, დაჭრეს. ამ დრომდე იძებნებოდა კაცი, რომელსაც ამ კურიერმა შეკვეთა მიუტანა.
„გლოვოს“ კურიერის ცოლმა ნინო კირეულიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი ქმარი 6 ივლისის საღამოს ერთი ბოთლი ლუდის გამო დაჭრეს:
„შეკვეთა რომ აიტანეს, გადაამოწმეს, აკლდა ერთი ბოთლი ლუდი. ამაზე გაღიზიანდნენ, დაურეკეს ჩემს ქმარს, რომელიც ჯერ ისევ იმ ტერიტორიაზე იყო...
ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მას, შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოლოს ერთ-ერთმა ოთხი ტყვია ესროლა [ფეხში]“.
თემო სიგუას დედამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მის შვილს ფეხზე კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება სჭირდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.