გლობალურ ბაზარზე ნავთობი იაფდება- რა ღირს საწვავი საქართველოში?

გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თბილისის დროით 10:40 საათზე, 72.53 დოლარით განისაზღვრება, რაც ერთი კვირის ჭრილში 0.27%-იან კლებაზე მიანიშნებს. რაც შეეხება Brent-ის ტიპის ნავთობის ფასს, ამ შემთხვევაში შემცირებამ 0.14% შეადგინა და ბარელზე 75.67 დოლარს გაუტოლდა.
რაც შეეხება საქართველოს, ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე 20 იანვრიდან საწვავის ფასები 4-8 თეთრის ფარგლებში გაძვირდა, ბოლო ერთი კვირის მდგომარეობით კი ფასების უცვლელი დარჩა.
თავაზობთ, ამ დროის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასებს:
Socar:
· ნანო სუპერი - 3.55 ლარი
· ნანო პრემიუმი - 3.20 ლარი
· ნანო ევრო რეგულარი - 3.03 ლარი
· ევრო 5 დიზელი - 3.03 ლარი
· ნანო ევრო 5 დიზელი - 3.14 ლარი.
Gulf:
· G-Force სუპერი - 3.63 ლარი;
· G-Force პრემიუმი - 3.23 ლარი;
· G-Force ევრო რეგულარი - 3.13 ლარი;
· ევრო რეგულარი - 3.03 ლარი;
· G-Force ევრო დიზელი - 3.19 ლარი.
Rompetrol:
· სუპერი - 3.63 ლარი;
· ევრო პრემიუმი - 3.24 ლარი;
· ევრო რეგულარი - 3.04 ლარი;
· Efix ევრო დიზელი - 3.25 ლარი;
· ევრო დიზელი - 3.15 ლარი.
Wissol:
· ეკო სუპერი - 3.62 ლარი;
· ეკო პრემიუმი - 3.22 ლარი;
· ევრო რეგულარი - 3.05 ლარი;
· ევრო დიზელი - 3.12 ლარი;
· ეკო დიზელი - 3.17 ლარი;
· დიზელ ენერჯი - 3.04 ლარი.
Portal:
· პრემიუმი - 3.09 ლარი;
· ევრო რეგულარი - 2.79 ლარი;
· ევრო დიზელი - 3.19 ლარი.
წყარო: bpn.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.