ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გლობალური სამგზავრო საჰაერო მიმოსვლა 8,6%-ით გაიზარდა – IATA

გლობალური სამგზავრო საჰაერო მიმოსვლა 8,6%-ით გაიზარდა – IATA

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ინფორმაციით, აგვისტოში გლობალური სამგზავრო საჰაერო მიმოსვლის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,6%-ით გაიზარდა.
საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო მიმოსვლის მოცულობა აგვისტოში წინა წელთან შედარებით 10,6%-ით გაიზარდა, ხოლო შიდა მიმოსვლის მოცულობა 5,6%-ით. წლის დასაწყისიდან გლობალური სამგზავრო ტრაფიკის მოცულობა გაიზარდა 11.9%-ით, მათ შორის საერთაშორისო 15.5%-ით, შიდა – 6.7%-ით.
IATA-ს მონაცემებით, აგვისტოში გლობალური სამგზავრო მიმოსვლის ყველაზე ძლიერი ზრდა დაფიქსირდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში (+13,4%). შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა ასევე აფრიკაში (+9,6%), ევროპაში (7,8%) და ლათინურ ამერიკაში (6,5%). უფრო სუსტი ზრდა დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთში (+5%) და ჩრდილოეთ ამერიკაში (+4.8%).
ავიანიუსი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.