ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გლობალური დაზიანების გამო, საქართველოში "მაგთის" ინტერნეტი გაითიშა

გლობალური დაზიანების გამო, საქართველოში "მაგთის" ინტერნეტი გაითიშა

საქართველოში "მაგთის" ინტერნეტი გათიშულია. საუბარია როგორც მობილურ, ასევე ოპტიკურ ინტერნეტზე.

როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში "მთავარი არხის" ვებ-გვერდს განუცხადეს, ინტერნეტის შეფერხება გლობალურ დაზიანებას უკავშირდება.

როდის აღდგება ინტერნეტკავშირი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, კომპანიაში ამბობენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ჯგუფები უკვე მუშაობენ.
მანამდე, "მაგთის" მომხმარებლები წერდნენ, რომ ინტერნეტით ვერ სარგებლობენ.

mravari.tv

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.