არქივი20 თებერვალი 2025, 16:40
გლობალური გაურკვევლობის ფონზე ოქრო რეკორდულად გაძვირდა

ოქროს ფასმა კიდევ ერთხელ მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს გლობალური ეკონომიკის გაურკვევლობისა და ცენტრალური ბანკების მხრიდან ძვირფას ლითონებზე მოთხოვნის გამო.
Comex-ის ბირჟაზე ოქროს ფიუჩერსები გაიზარდა 1,2%-ით და 2,972,2 აშშ დოლარს შეადგენს ტროას უნციაზე. წლის დასაწყისიდან ძვირფასი ლითონი 12,6%-ით გაძვირდა.
ვაჭრობის დროს ოქროს სპოტმა ფასმა მიაღწია 2954,8 დოლარს უნციაზე, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია.
კვირის დასაწყისში Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ოქრო 2025 წლის ბოლოსთვის უნციაზე 3,1 ათას დოლარამდე გაძვირდება.
interfax
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.