გლობალური ადაპტაციის კორექტირებული ინდექსით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

მსოფლიო ბანკმა კეთილდღეობის შემფასებელ გლობალურ მონაცემთა პლატფორმაზე გლობალური ადაპტაციის ანგარიშის შედეგები განაახლა.
კვლევა, რომელსაც ნოტერდამის უნივერსიტეტი აწარმოებს, ზომავს ქვეყნების მოწყვლადობის და მედეგობის დონეს გლობალური გამოწვევების მიმართ, მათ მზადყოფნასთან ერთად, გააუმჯობესონ მდგრადობა.
კვლევის მიზანია დაეხმაროს მთავრობებს, ბიზნესებსა და თემებს ინვესტიციების პრიორიტეტულობის დადგენაში, რათა უფრო ეფექტური რეაგირება მოახდინონ მომავალ გლობალურ გამოწვევებზე. მოწყვლადობის კონტექსტით კვლევაში გაანალიზებულია 6 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სექტორი – საკვები, წყალი, , ეკოსისტემური მომსახურება, ადამიანის ჰაბიტატი და ინფრასტრუქტურა, ხოლო მზაობის თვალსაზრისით კვლევა კონცენტრირებულია სამ ფაქტორზე – ეკონომიკური მზადყოფნა, მმართველობის მზადყოფნა და სოციალური მზადყოფნა.
კვლევის ფარგლებში განხორციელდა მსოფლიოს 192 ქვეყანაში არსებული ვითარების ანალიზი.
გლობალური ადაპტაციის ზოგადი ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა, კორექტირებული ინდექსის მიხედვით კი, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის კეთილსაიმედოობით შეიწონა, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მე-8 ადგილზე გავიდა. განსაკუთრებული წარმატება ეკონომიკური მზაობის ინდიკატორით დაფიქსირდა, სადაც საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.
გლობალური ადაპტაციის ეკონომიკური მზაობის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეული ასე განისაზღვრა: სინგაპური, ნორვეგია, , საქართველო და ახალი ზელანდია.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე – 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს