ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გლდანის რაიონში კიდევ ერთი სკვერი მოეწყობა – თბილისის მერია

გლდანის რაიონში კიდევ ერთი სკვერი მოეწყობა – თბილისის მერია

გლდანის რაიონის გამგეობა რეკრეაციული სივრცეების მოწყობას განაგრძობს - რაიონს კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატება – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„შესაბამისი სამუშაოები ქერჩის N7-ში, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, დაიწყო. სამუშაოები, დაახლოებით 1300 კვ.მ ფართობზე ჩატარდება.
ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 347 200 ლარი დაიხარჯება.
პროექტის დაწყების პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.