ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გლდანის მეხუთე მიკრორაიონში სკვერი რეაბილიტირდა

გლდანის მეხუთე მიკრორაიონში სკვერი რეაბილიტირდა

გლდანის რაიონის გამგეობამ მეხუთე მიკრორაიონის N10 კორპუსთან სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, სამუშაოები 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა.
“ტერიტორიაზე მოეწყო მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები - დაიგო ბალახი და ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 491 000 ლარი დაიხარჯა.
დასრულებული სკვერი გლდანის რაიონის გამგებელმა, ბესიკ კალაძემ დაათვალიერა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.