გიული ალასანია - თელავში ხალხი იმედიანად არის განწყობილი, დარწმუნებულები არიან, რომ ცვლილებები 26 ოქტომბერს უნდა მოხდეს

თელავში ხალხი იმედიანად არის განწყობილი, დარწმუნებულები არიან, რომ ცვლილებები 26 ოქტომბერს უნდა მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობასთან შეხვედრით კმაყოფილია.
„თელავში შევხვდით ძალიან საინტერესო ადამიანებს. პირველი, რაც თვალში მხვდება, ეს არის იმედი, იმედიანად არის ხალხი განწყობილი, დარწმუნებულები არიან, რომ ცვლილებები უნდა მოხდეს 26 ოქტომბერს”, - განაცხადა გიული ალასანიამ.
ინფორმაციას „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.