ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიტანას ნაუსედა - ქართველებს დემოკრატიული არჩევნების უფლება აქვთ - ლიეტუვა ქართველი ხალხის ევროპული ოცნების მხარდაჭერას გააგრძელებს, მისი წართმევის უფლება არავის აქვს

გიტანას ნაუსედა - ქართველებს დემოკრატიული არჩევნების უფლება აქვთ - ლიეტუვა ქართველი ხალხის ევროპული ოცნების მხარდაჭერას გააგრძელებს, მისი წართმევის უფლება არავის აქვს

ქართველებს დემოკრატიული არჩევნების უფლება აქვთ, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ლიეტუვა გააგრძელებს ქართველის ხალხის ევროპული ოცნების მხარდაჭერას.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ვესაუბრე. საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით შეშფოთებების განხილვა აუცილებლად უნდა მოხდეს. ქართველებს დემოკრატიული არჩევნების უფლება აქვთ. ლიეტუვა ქართველი ხალხის ევროპული ოცნების მხარდაჭერას გააგრძელებს. მისი წართმევის უფლება არავის აქვს!“, - წერს ლიეტუვის პრეზიდენტი

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.