არქივი11 დეკემბერი 2023, 16:05
გიტანას ნაუსედა - უნგრეთი ერთიანობის პრინციპს ზიანს აყენებს - ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რომ აზრი შევაცვლევინოთ
უნგრეთი ევროკავშირის ერთიანობის პრინციპს ზიანს აყენებს, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
„უნგრეთი ერთიანობის პრინციპს ზიანს აყენებს, რადგან თუ ჩვენ არ მივიღებთ დადებით პასუხს, პოზიტიურ დასკვნას, მომავალში ერთიანობის პრინციპს უფრო მეტი დაემუქრება და უარყოფს“, - განაცხადა ნაუსედამ.
ნაუსედამ აღნიშნა, რომ ევროკავშირთან უკრაინის დაახლოება უნგრეთისთვის სასარგებლოა.
„ჩვენ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რომ უნგრეთს აზრი შევაცვლევინოთ“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.