ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიტანას ნაუსედა უკრაინის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებაზე - რუსეთი რაკეტების ენაზე საუბარს განაგრძობს, ამიტომ ევროკავშირი რეალური და გადამწყვეტი ქმედებებით პასუხობს

გიტანას ნაუსედა უკრაინის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებაზე - რუსეთი რაკეტების ენაზე საუბარს განაგრძობს, ამიტომ ევროკავშირი რეალური და გადამწყვეტი ქმედებებით პასუხობს

დღევანდელ ევროპულ საბჭოზე მივესალმე უკრაინის დაფინანსების შესახებ შეთანხმებას. რუსეთი რაკეტების ენაზე საუბარს განაგრძობს, ამიტომ ევროკავშირი რეალური და გადამწყვეტი ქმედებებით პასუხობს, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„დღეს მიღებული გადაწყვეტილება უზრუნველყოფს მდგრად დაფინანსებას მინიმუმ მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ის გააძლიერებს უკრაინის თავდაცვას, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და მის პოზიციას სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ევროპის სანდოობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია ასეთ გადამწყვეტ არჩევანზე“, - აცხადებს ნაუსედა.
შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის მომდევნო 2 წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს დაფინანსების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.