ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიტანას ნაუსედა - საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება - თუკი გამარჯვებას პროევროპული ძალები მიაღწევენ, მაშინ შეიძლება ველოდოთ განსხვავებულ გზას და ჩვენ ამას ძალიან მივესალმებით

გიტანას ნაუსედა - საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება - თუკი გამარჯვებას პროევროპული ძალები მიაღწევენ, მაშინ შეიძლება ველოდოთ განსხვავებულ გზას და ჩვენ ამას ძალიან მივესალმებით

საქართველოში გაიმართება კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები, რადგან ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს მიმართულების შესახებაც. თუკი ისინი შეინარჩუნებენ ამჟამინდელ სტატუს-კვოს, არ ვფიქრობ, რომ საქართველო ზრუნავს შანსებზე, მიაღწიოს პროგრესს და წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო საქართველოსა და მოლდოვაში მიმდინარე საკმაოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე. საქართველო არის დიდი საკითხი. საქართველოში გაიმართება კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები, რადგან ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს მიმართულების შესახებაც. თუკი ისინი შეინარჩუნებენ ამჟამინდელ სტატუს-კვოს, არ ვფიქრობ, რომ საქართველო ზრუნავს შანსებზე, მიაღწიოს პროგრესს და წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე, თუკი გამარჯვებას პროევროპული ძალები მიაღწევენ, მაშინ შეიძლება ველოდოთ განსხვავებულ გზას და ჩვენ ამას ძალიან მივესალმებით“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.