არქივი12 აგვისტო, 2025, 13:06
გიტანას ნაუსედა - სამართლიანი მშვიდობა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უნდა ეფუძნებოდეს

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ურღვეობას უნდა ეფუძნებოდეს.
„დღეს ჩვენ მკაფიო გზავნილს ვაგზავნით: უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. ეს უკრაინელების გარეშე ვერ
გადაწყდება!“- წერს ნაისედა სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, უკრაინელ ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, აირჩიოს საკუთარი ბედი.
„მჯერა, რომ ეს მათ ევროკავშირამდე მიიყვანს!“- წერს ლიეტუვის პრეზიდენტი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.