ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„გირჩი-ჩახდილები“, რუსული ფულით დაფინანსებული „დროა“ და ზონდერპროკურორი გვარამია პოზიციონირებენ, რომ ახალი გუნდი, არიან, რაც ბლეფია – ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს:
„გირჩი – ჩახდილები“, „დროა“ რუსული ფულით დაფინანსებული და ზონდერპროკურორი გვარამია პოზიციონირებენ, რომ ახალი გუნდი, ახალი პლატფორმა არიან, რაც ბლეფია. ამას ქართულ საზოგადოებას ვერ შეასაღებენ. თუ გინდათ, ექსპერიმენტი ჩავატაროთ და ათი კაცი გავაჩეროთ, ვკითხოთ, გვარამია და მელია ასოცირდებიან ახალ სახესთან თუ „ნაცებთან“, „გირჩი – ჩახდილი“ ჯაფარა ასოცირდება „ნაცებთან“ თუ ახალ სახესთან, ისევე როგორც ხოშტარია ასოცირდება „ნაცებთან“ და რუსებთან თუ ახალ სახესთან? მგონი, დონორებს ატყუებენ და ჰგონიათ, რომ დიდ ფულს წამოიღებენ. რისი გამკეთებელია გვარამია ან ის, ჩემმა ხაბემ საკუთარი პარტიიდან რომ ჩამოაგდო? საკუთარი პარტიიდან რომ ჩამოგაგდებენ და შემდეგ პოლიტიკაში დარჩები, რა ხარ?!“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.