“გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ პრეზიდენტის შეთავაზებას - „ქართულ ქარტიას“ ხელს აწერენ
“გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას - „ქართულ ქარტიას“ ხელს აწერენ.
განცხადებას პარტიები ავრცელებენ.
“პარტიები “გირჩი-მეტი თავისუფლება” და “დროა” მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთვის აუცილებელი რეფორმების ერთიან ხედვაზე პარტიების შეთანხმებას და ხელს ვაწერთ “ქართულ ქარტიას“, - წერია პარტიების ერთობლივ განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.