„გირჩელებმა“ ჯაფარიძე საკუთარი პარტიიდან გააგდეს, რადგან უთავმოყვარეო და უპრინციპოა, მისი ღირებულება ნულია

ზურაბ ჯაფარიძის ღირებულება ნულია, რაც მაგან „გირჩის“ შექმნაზე იშრომა, რაზე უნდა ვისაუბროთ? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ზარქუამ კომენტარი გააკეთა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის პოსტზე, სადაც ჯაფარიძე აღნიშნავს: „დროის გასვლასთან ერთად, ქვეყანაში დარჩება ბრძოლის სულ უფრო ნაკლები რესურსი, დრო ჩვენზე არ მუშაობს და ამიტომ რუსთაველი ყოველდღე არის უმნიშვნელოვანესი“.
ირაკლი ზარქუას თქმით, ჯაფარიძე არის ხელმოცარული, უსამშობლო ადამიანი.
„ჩახდილ ჯაფარიძეზე მეკითხებით? „გირჩელებმა“ ჯაფარიძე საკუთარი პარტიიდან გააგდეს, რადგან უთავმოყვარეო და უპრინციპოა. უსამშობლოების გაერთიანება სადაც არის, იქ დადის. ბალტიისპირეთის ხელისუფლებაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც გლობალური ომის პარტიას ემსახურებიან, მათთან სიები დააქვს, ვინ დაასანქცირონ საქართველოდან, ვინც მათ სიგიჟეებს არ იზიარებს. ის აქამდეც ამით იყო დაკავებული და ახლაც რა უნდა გვიკვირდეს? ჯაფარიძე არის ხელმოცარული, უსამშობლო ადამიანი. საკუთარი პარტიიდან რომ გაგაგდებენ, რა უნდა თქვა? რაც მაგან „გირჩის“ შექმნაზე იშრომა, რაზე უნდა ვისაუბროთ? მისი ღირებულება ნულია, ირბინოს და იყოს. მასეთებს ქართველ ხალხთან სალაპარაკო არ აქვს. ამერიკიდან დაფინანსება შეუჩერდათ და ახლა ესტონეთის ფინანსურ დახმარებაზე დასხდნენ. მათი მცდელობა იქნება ჩვენ წინააღმდეგ სანქციების დაწესების, გაშავების და ა.შ. აქამდეც ქვეყნის გაშავებით იყვნენ დაკავებული. მათ საქართველო და ქართველი ხალხი არასოდეს აინტერესებთ, ყოველთვის უცხო ქვეყნის დაკვეთის მოლოდინში იყვნენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ