“გიორგი ჭიღლაძე არის რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლი და თავადაც დაზარალებული“ – ახალი დეტალები: ადვოკატის თქმით, სასტუმროს ნომერში მყოფი რუსი ტურისტები ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ

თე­ლავ­ში, სას­ტუმ­რო­ში ქორ­წი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი ჭიღ­ლა­ძის ად­ვო­კა­ტი მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

ლაშა კა­პა­ნა­ძის ინ­ფორ­მა­ცით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პრო­ვო­კა­ცი­ის მსხვერ­პლი გახ­და.

“სას­ტუმ­რო აგა­რან­ში მომ­ხდა­რი მთე­ლი ის­ტო­რია არის ასე­თი:

2026 წლის 18 ივ­ლისს და­ახ­ლო­ე­ბით 18:00 სა­ა­თი­დან ვიმ­ყო­ფე­ბო­დით სო­ფელ რუ­ის­პირ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო აგა­რა­ნის მა­მულ­ში, ქორ­წი­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად. ღო­ნის­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სას­ტუმ­როს პირ­ველ სარ­თულ­ზე არ­სე­ბულ ვე­რან­და­ზე.

  • სას­ტუმ­როს მე-3 სარ­თულ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ რუ­სულ ენა­ზე მო­სა­უბ­რე დამ­სვე­ნებ­ლე­ბი, რო­მელ­თაც მეფე-დე­დოფ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­წყეს შე­ძა­ხი­ლი Горька (კოც­ნა).
  • იმის გამო რომ მათ შე­ძა­ხილს ქორ­წილ­ში მყოფ­მა ხალ­ხმა არ მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, აღ­ნიშ­ნულ­ზე გა­ღი­ზი­ან­დნენ და და­ი­წყეს მე-3 სარ­თუ­ლი­დან სი­თხე­ე­ბის გად­მოს­ხმა და ფურ­თხე­ბა ქორ­წი­ლის სტუმ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გად­მოს­ხმუ­ლი სი­თხე ასე­ვე ჩა­ის­ხა ვე­რან­და­ზე არ­სე­ბულ მუ­სი­კა­ლურ აპა­რატ­ში, რის შე­და­გა­დაც აპა­რა­ტი გა­მო­ვი­და მწყობ­რი­დან და მუ­სი­კა შე­წყდა.

აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და ქორ­წი­ლის სტუმ­რებ­სა და მე-3 სარ­თულ­ზე მყოფ დამ­სვე­ნებ­ლებს შო­რის. ქორ­წი­ლის სტუმ­რებ­მა მო­უ­წე­დეს შე­ე­წყვი­ტათ მსგავ­სი ქმე­დე­ბა და შე­სუ­ლიყ­ვნენ შიგ­ნით. ხოლო მე-3 სარ­თულ­ზე მყო­ფებ­მა სტუმ­რე­ბის მი­სა­მარ­თით რუ­სულ ენა­ზე და­ი­წყეს გა­მოთ­ქმე­ბი, რომ ვართ პა­პუ­ა­სე­ბის ქვე­ყა­ნა და დედა აგი­ნეს ქორ­წილ­ში მყოფ სტუმ­რებს. ქორ­წი­ლის სტუმ­რებ­მა იქვე მყოფ სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მი­მარ­თეს და­სახ­მა­რებ­ლად, რომ აღ­მო­ე­ფხვრათ პრობ­ლე­მა. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც დაჰ­პირ­და შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას.

ამ ფაქ­ტი­დან მა­ლე­ვე მომ­ღე­რალ­მა ალექ­სან­დრე მრე­ლაშ­ვილ­მა აა­მუ­შა­ვა მუ­სი­კა­ლუ­რი აპა­რა­ტი და მუ­სი­კე­ბი და სიმ­ღე­რა გაგ­რძელ­და. და­ახ­ლო­ე­ბით 10-15 წუთ­ში მე-3 სარ­თუ­ლი­დან კვლავ და­ი­წყეს სი­თხის გად­მოს­ხმა და ფურ­თხე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­ზე მომ­ღე­რალ­მა ალექ­სან­დრე მრე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ასეთ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა არ შე­ეძ­ლო და და­ტო­ვა იქა­უ­რო­ბა.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის და­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პრობ­ლე­მა არ აღ­მო­ი­ფხვრა, გი­ორ­გი ჭიღ­ლა­ძე (სი­ძის ძმა) ავი­და მე-3 სარ­თულ­ზე და კარ­ზე და­უ­კა­კუ­ნა იქ მყოფ დამ­სვე­ნებ­ლებს.

კა­რის გა­ღე­ბის შემ­დეგ გი­ორ­გი ჭიღ­ლა­ძე დად­გა კა­რის ზღურ­ბლთან, შე­იძ­ლე­ბა ოდ­ნავ შიგ­ნი­თაც და ქარ­თუ­ლად მი­მარ­თა იქ მყოფ ქალს, რომ ასე მოქ­ცე­ვა არ შე­იძ­ლე­ბო­და და მათ ფაქ­ტობ­რი­ვად ჩა­შა­ლეს მისი ძმის ქორ­წი­ლი.

აღ­ნიშ­ნულ­ზე სას­ტუმ­როს ოთახ­ში მყოფ­მა ქალ­მა ინ­გლი­სუ­რად უპა­სუ­ხა, რომ იმ­ყო­ფე­ბო­და მის ოთახ­ში და მო­ი­თხო­ვა მას­თან რუ­სუ­ლად ლა­პა­რა­კი.

აღ­ნიშ­ნულ­ზე გი­ორ­გი ჭიღ­ლა­ძემ ინ­გლი­სუ­რად უპა­სუ­ხა, რომ ეს ქალი იმ­ყო­ფე­ბო­და გი­ორ­გი ჭიღ­ლა­ძის ქვე­ყა­ნა­ში ანუ სა­ქარ­თვე­ლო­ში და მოს­თხო­ვა ესა­უბ­რა ქარ­თუ­ლად ან სა­უ­ბა­რი გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა ინ­გლი­სუ­რად, რა­ზეც ქალი გახ­და უფრო მე­ტად აგ­რე­სი­უ­ლი, გი­ორ­გი ჭიღ­ლა­ძეს სწვდა ყელ­ში და მი­ა­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბა. გი­ორ­გი ჭიღ­ლა­ძემ ხელი გა­აშ­ვე­ბი­ნა და მი­ა­ძა­ხა You fucking whore (შე ბოზო).

ამა­სო­ბა­ში ოთახ­ში მყო­ფი სხვა ქა­ლე­ბიც გა­მო­ვიდ­ნენ. ერთ-ერთს ტე­ლე­ფო­ნი ეკა­ვა და თან ვი­დე­ოს იღებ­და.

გი­ორ­გი ჭიღ­ლა­ძეს და იქ დამ­სვე­ნე­ბელ ქალს შო­რის გაგ­რძელ­და სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, ხოლო იმ ქალ­მა გი­ორ­გი ჭიღ­ლა­ძეს მო­უქ­ნია მარ­ჯვე­ნა ხელი ყე­ლის არე­ში. გი­ორ­გიმ ხელი აუკ­რა და აი­ცი­ლა ქა­ლის მოქ­ნე­უ­ლი ხელი.

წა­მი­ე­რად კვლავ გაგ­რძელ­და სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა, რა დრო­საც სას­ტუმ­როს ოთახ­ში მყოფ­მა ქალ­მა ორი­ვე ხელი მი­არ­ტყა გი­ორ­გი ჭიღ­ლა­ძეს გულ-მკერ­დის არე­ში, რა­ზეც გი­ორ­გი ჭიღ­ლა­ძემ გა­ნი­ცა­და ტკი­ვი­ლი.

გი­ორ­გი ჭიღ­ლა­ძემ მო­გე­რი­ე­ბის მიზ­ნით მო­იქ­ნია მარ­ჯვე­ნა ხელი და იმ ქალს იდაყ­ვი მო­არ­ტა სა­ხის არე­ში, რის შე­დე­გა­დაც ქალი და­ე­ცა.

აღ­ნიშ­ნულ­ზე ოთახ­ში მყოფ­მა სხვა ქა­ლებ­მა ატე­ხეს კი­ვი­ლი, ხოლო იმი­სათ­ვის, რომ კონ­ფლიქ­ტი უფრო დიდ კონ­ფლიქ­ტში არ გა­დაზ­რდი­ლი­ყო, გი­ორ­გიმ და­ტო­ვა ოთა­ხი და გა­ე­ცა­ლა სას­ტუმ­როს ნო­მერს.

აღ­სა­ნი­ნაშვნია, რომ რუ­სუ­ლად მო­ლა­პა­რა­კე, სა­ვა­რა­უ­დოდ რუს­მა დამ­სვე­ნებ­ლებ­მა ვერ აი­ტა­ნეს ვე­რან­და­ზე არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ქორ­წი­ლი და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი, რის გა­მოც მო­ა­წყვეს პრო­ვო­კა­ცია და რო­გორც ქცე­ვა­ზე ეტყო­ბო­დათ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ გა­ურ­კვე­ვე­ლი ნივ­თი­რე­ბის თრო­ბის ქვეშ.

გი­ორ­გი ჭიღ­ლა­ძე არის რუ­სე­ბის მიერ მო­წყო­ბი­ლი პრო­ვო­კა­ცი­ის მსხვერ­პლი და თა­ვა­დაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

2026 წლის 18 ივ­ლისს გი­ორ­გი ჭიღ­ლა­ძე მოწ­მის სტა­ტუ­სით აგა­რა­ნის მა­მუ­ლი­დან გა­და­იყ­ვა­ნეს თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ სამ­მარ­თვე­ლო­ში. რო­გორც ად­ვო­კა­ტი ვეს­წრე­ბო­დი გა­მო­კი­თხვის პრო­ცესს, ასე­ვე გი­ორ­გი ჭიღ­ლა­ძის­თვის ყე­ლის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის გამო, ად­გილ­ზე გა­მო­ვი­ძა­ხე სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, რო­მელ­თაც ასე­ვე და­ა­ფიქ­სი­რეს და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტი.

ამას­თა­ნა­ვე მო­თხოვ­ნი­ლია, რომ გი­ორ­გი ჭიღ­ლა­ძეს ჩა­უ­ტარ­დეს სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა.

გა­მო­კი­თხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გი­ორ­გი ჭიღ­ლა­ძე 2026 წლის 19 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს და ამ­ჟა­მად იმ­ყო­ფე­ბა გურ­ჯა­ა­ნის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში. გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 120-ე მუხ­ლით.

გაც­ნო­ბებთ, რომ გი­ორ­გი ჭიღ­ლა­ძის უფ­ლე­ბებს ვი­ცავთ მე და ად­ვო­კა­ტი მა­რი­ამ დურ­გლიშ­ვი­ლი . ამ­ჟა­მად ვე­ლო­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის ბრა­ლის წარ­დგე­ნას. საქ­მე­ზე და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­გაწ­ვდით მოგ­ვი­ა­ნე­ბით.

პოსტს ვურ­თავ გი­ორ­გი ჭიღ­ლა­ძის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის ამ­სახ­ველ ფო­ტო­სუ­რათს,“ – წერს ად­ვო­კა­ტი.