არქივი8 მარტი, 2025, 13:54
გიორგი ძიგუამ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების დედებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა გიორგი ძიგუამ, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების დედებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთიდან დროებით დევნილ ქალებს სიმბოლური საჩუქრები აფხაზეთის თემატიკითა და სამართლებრივი გზამკვლევი გადაეცათ.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მინისტრი აფხაზეთიდან დროებით დევნილ ქალებს მათ პრობლემებზე ესაუბრა. საჭიროების შემთხვევაში, დახმარებასა და მხარდაჭერას დაჰპირდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.