ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ცინარიძე - ვასრულებ ჩემს პოლიტიკურ გზას „ევროპულ საქართველოში“ და ვიწყებ ახალ ეტაპს პარტია „ლელოსთან” ერთად - არა ბოიკოტს!

გიორგი ცინარიძე - ვასრულებ ჩემს პოლიტიკურ გზას „ევროპულ საქართველოში“ და ვიწყებ ახალ ეტაპს პარტია „ლელოსთან” ერთად - არა ბოიკოტს!

“მეგობრებო, მინდა ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაგიზიაროთ.
საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა ჩემთვის ყოველთვის გუნდის იდეალებზე და საერთო ხედვაზე დამყარებულ გზას ნიშნავდა. ამ წლების განმავლობაში ვიყავი პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი — გუნდის, რომლებთანაც ბევრი რამ მაკავშირებს და რომლის მრავალ ღირსეულ წევრთან თანამშრომლობა ჩემთვის დიდი გამოცდილება და სიამაყე იყო.
დღეს კი ღირსეულად, შიდა დაპირისპირების გარეშე, ვასრულებ ჩემს პოლიტიკურ გზას „ევროპულ საქართველოში“ და ვიწყებ ახალ ეტაპს პარტია „ლელო საქართველოსთვის“-თან ერთად.
ეს გადაწყვეტილება სიფრთხილით, ბევრი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ მივიღე. მჯერა, რომ „ლელოში“ შემიძლია უკეთ გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობები იმ ღირებულებების დასაცავად, რომლებიც ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო — განვითარება, პასუხისმგებლობა და ცვლილებების ძალა.
წარმოიდგინეთ, თუ გუნდი ფეხბურთში მხოლოდ მარჯვენა ფლანგიდან შეტევას ცდილობს , დაცვას ადვილად შეუძლია გამკლავება. ჩვენ კი ვირჩევთ შეტევას მარჯვნიდან, მარცხნიდან და ცენტრიდან — ასეთ დროს დაცვა ვერ უძლებს და გოლი გარდაუვალია. გოლი კი ნიშნავს გამარჯვებას.
გზა წინ არის. იწყება ახალი ეტაპი. არა ბოიკოტს !”- წერს ცინარიძე

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.