ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ჩუგოშვილი: ძალიან გთხოვთ, წაიკითხოთ ეს პოსტი

გიორგი ჩუგოშვილი: ძალიან გთხოვთ, წაიკითხოთ ეს პოსტი
"ძალიან გთხოვთ, წაიკითხოთ ეს პოსტი.
საკითხი ეხება Tene - ტენე-ს, კომპანიას რომელიც ძალიან მიყვარს და მის დამფუძნებელს, Sandro Liluashvili-ს.
ტენე თავიდანვე ვერ შემოუერთდა თავისუფალი ბიზნესების პლატფორმას, რადგან კრედიტორისგან იურიდიული შეზღუდვა ჰქონდათ.
პირველი დღიდან დამფუძნებელიც, გუნდიც აქციებზე დგანან და ძალიან უნდოდათ შემოერთება.
ძალიან მოკლე ვადაში მათ 2,000,000 ლარის საკრედიტო რესურსი ჩაანაცვლეს სხვა კრედიტორით და დღეს უკვე პლატფორმის ხელმომწერებში არიან.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!
სანდრო, დიდი მადლობა შენი პოზიციისთვის და ძალისხმევისთვის!" - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ჩუგოშვილი, პლატფორმა „Freebusiness.ge“-ს შემქმნელი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.