ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, ადვოკატთან ეტლით გამოიყვანეს” – პაპიაშვილი

,, გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, ადვოკატთან ეტლით გამოიყვანეს” – პაპიაშვილი

მოშიმშილე პატიმრის, გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა დამძიმდა – ინფორმაციას ჩიკვაიძის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი, ირაკლი პაპიაშვილი ავრცელებს.
მისი თქმით, ბიზნესმენი ვერ გადაადგილდება. ოჯახი პატიმრის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს.
მეგობრებო, გიორგის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, კანკალებს, ვეღარ გადაადგილდება, დღეს ადვოკატთან გამოიყვანეს ეტლით 5 დღის წინ ჰქონდა ხანგრძლივი კრუნჩხვა, რა დროსაც ვარაუდობენ პენიტენციურის ექიმები, რომ ტვინში მოხდა დაზიანება და ამის შემდგომ ვეღარ გადაადგილდება.
ასევე, პენიტენციური დაწესებულების ექიმებს აქვთ ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა იყოს მენინგიტი ან ენცეფალიტი. მოვითხოვთ, დაუყონებლივ საავადმყოფოში გადაყვანას”- წერს პაპიაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.