გიორგი ჩიკვაიძის დედა – გლდანის ციხის მე-8 დაწესებულებაში საკნის სამივე წევრმა, გიორგი ჩიკვაიძემ, ირაკლი პაპიაშვილმა, ანრი კვარაცხელიამ შიმშილობა დაიწყეს

დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაში მსჯავრდებულებმა გიორგი ჩიკვაიძემ, ირაკლი პაპიაშვილმა და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა ანზორ კვარაცხელიამ შიმშილობა დაიწყეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი ავრცელებს.
როგორც ის განმარტავს, შიმშილობის მიზეზი „წამებასთან გათანაბრებული ქმედება – საკვების არ მიწოდების გამო, შემდგომი დაძალება და ციხის თანამშრომლის მხრიდან „ძველბიჭური“ მუქარა გახდა“.
„შიმშილობა ციხეში! 5 წუთის წინ დამიკავშირდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. მაცნობა, რომ გლდანის ციხის მე-8 დაწესებულებაში საკანი 84 ში სამივე წევრმა დაიწყო შიმშილობა. გიორგი ჩიკვაიძე, ირაკლი პაპიაშვილი, ანრი კვარაცხელია. მიზეზი წამებასთან გათანაბრებული ქმედება, საკვების არ მიწოდების გამო, შემდეგ დაძალება, თითქოს ეს თავად მოითხოვეს და მათზე დღეს განხორციელებული „ძველბიჭური“ მუქარა ციხის თანამშრომელ, ვინმე გიორგისგან, რომელმაც განუცხადა: „თავს დაგამახსოვრებინებ ბიჭო“, – წერს ლია წერეთელი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი