გიორგი ჩიკვაიძე ციხის კლინიკაში გადაიყვანეს – ამბობს მისი ბიზნესპარტნიორი ირაკლი პაპიაშვილი

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობაშია, ციხის კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ავრცელებს მისი ბიზნესპარტნიორი ირაკლი პაპიაშვილი.
„გიორგის მდგომარეობა, კვლავ არის მძიმე! ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება, მარცხენა ფეხს საერთოდ ვერ გრძნობს და ასევე, პენიტენციურის სამედიცინო პერსონალი ამბობს, რომ მისი ანალიზების პასუხები ძალზე საყურადღებოა!“ – წერს ფეისბუკში ირაკლი პაპიაშვილი.
გიორგი ჩიკვაიძე უკვე მეცხრე დღეა შიმშილობს. მის მოსანახულებლად საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დავალებით პენიტენციურ დაწესებულებაში შევიდა პოლიტიკოსი და ამავდროულად იურისტი .
„ძალიან მძიმეა მისი მდგომარეობაა… ვერ დადის. საუბარიც უჭირდა. პრინციპულად დგას პოზიციაზე, შიმშილობა გააგრძელოს იქამდე, სადამდეც შეძლებს. ითხოვს წარუდგინონ ერთი მტკიცებულება მაინც, რის საფუძველზეც შეუცვალეს აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით“, – თქვა ეკა ბესელიამ გიორგი ჩიკვაიძის ნახვის შემდეგ.
პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გუშინ, 19 მარტს, ინფორმაცია გაავრცელა სახალხო დამცველის აპარატმაც:
„გიორგი ჩიკვაიძეს გამოცხადებული აქვს შიმშილობა. ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“.
გიორგი ჩიკვაიძე 11 მარტიდან არის პატიმრობაში – ამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თანხების უკანონოდ მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ ბიზნესმენს აღკვეთის ღონისძიება – გირაო – პატიმრობით შეუცვალა.
მის ბიზნესპარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს მოსამართლემ გირაო ძალაში დაუტოვა.
38 წლის ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და საარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხელისუფლებას რეკეტსა და „ბიზნესის ახევის“ მცდელობაში ადანაშაულებდა.
პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძეს და მის პარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა“, „დ“, III -„ბ“ მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა