არქივი10 მაისი, 2025, 22:38
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო

გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო – ინფორმაციას ამის შესახებ რეჟიმის მამხილებელი ბიზნესმენის დედა, ეკა წერეთელი ავრცელებს.
SOS
პოლიტპატიმარმა გიორგი ჩიკვაიძემ დღეს 18:00 საათიდან გამოაცხადა სრული შიმშილობა და სრული უნდობლობა პენიტენციური სამსახურის მიმართ!!!– წერს ის.
გიორგი ჩიკვაიძის ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ბიზნესმენი რეჟიმმა ციხეში მოწამლა. სწორედ ამიტომ ჩიკვაიძის ოჯახმა პენიტენციურ დაწესებულებას განცხადებით მიმართა, რათა მსჯავრდებულს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.