არქივი11 ოქტომბერი, 2025, 10:26
გიორგი ჩახუნაშვილმა დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვა

71 წლის აკადემიკოსმა, პედიატრმა გიორგი ჩახუნაშვილმა დროებითი დაკავების იზოლატორი გვიან ღამით დატოვა.
ის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
გიორგი ჩახუნაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს.
მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.