გიორგი ჩახუნაშვილი ჩემი კლინიკის თანამშრომლებს მარხავდა ცოცხლად, რომ დასაჭერები, მკვლელები და მოსაკლავები ვიყავით, როცა მიშა “კვდებოდა” და თვითონ რომ შეეხო, იქ ატყდა ერთი ამბავი, ამიტომ, ემპათიის განცდა ამ კაცის მიმართ არ მაქვს

გიორგი ჩახუნაშვილი ჩემი კლინიკის თანამშრომლებს მარხავდა ცოცხლად, რომ დასაჭერები, მკვლელები და მოსაკლავები ვიყავით, როცა მიშა “კვდებოდა” და თვითონ რომ შეეხო, იქ ატყდა ერთი ამბავი, ამიტომ, ემპათიის განცდა ამ კაცის მიმართ არ მაქვს
არ მჯერა, რომ კოლეგიალურობის თვალსაზრისით იყო ეს გაჩაღებული, ეს ასევე იყო პოლიტიკური. რატომ ვიძახი რომ არ მჯერა თანადგომის, ეს თემის ასაგორებლად მშვენივრად გამოდგებოდა, ექიმის დაჭერა არ შეიძლება და ა.შ. მე რატომ მიჭერდნენ? – ასე გამოეხმაურა კლინიკა “ვივამედის” გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებაზე საზოგადოების ნაწილის რეაქციას.
მისი განცხადებით, სამი წლის განმავლობაში, როდესაც ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ცრუ ინფორმაციები ვრცელდებოდა, სწორედ ჩახუნაშვილი, რამდენიმე ექიმთან ერთად, ნადირაძის და მისი კოლექტივის მიმართ გაუმართლებელ თავდასხმას აწარმოებდა და მათ დასაჭერებს და მკვლელებს ეძახდა.
“სამი წელი სულ მიჭერდა ეგ და მაგის ცოლი, “ტვ პირველზე” და სადაც წაეწეოდა, ეს კაცი ყველგან ეთერში იყო და ყველგან ჩემი კლინიკის თანამშრომლებს მარხავდა ცოცხლად, რომ დასაჭერები ვიყავით, მკვლელები და მოსაკლავები ვიყავით. ჩვენ, 600-კაციანი კოლექტივი დასაჭერები ვიყავით და თვითონ რომ შეეხო, იქ ატყდა ერთი ამბავი და იქ, ერთი-ორი სასიქადულო ექიმი ვინც იყო, რომელიც ასევე ისეთ გაუმართლებელ თავდასხმას აწარმოებდა ჩემზე, როცა მიშა “კვდებოდა” და მე მკვლელი და მენგელე ვიყავი. ამიტომ, მე არანაირი ემპათიის განცდა, ამ კაცის მიმართ არ მაქვს, ექიმს ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ისეთი შეურაცხყოფების კასკადი, თან ავადმყოფური ფანტაზიები იყო.” – განაცხადა ნინო ნადირაძემ Pos TV-ის ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი