გიორგი ჩაკვეტაძე ორბელიანზე მომხდარზე – “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ორგანიზაციას და მის არცერთ წევრს არანაირი შეხება არ აქვს ამ ინციდენტთან – დეზინფორმაციით ცდილობენ შეგნებულად შებღალონ ორგანიზაციის სახელი

“ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ორგანიზაციას და მის არცერთ წევრს არანაირი შეხება არ აქვს ამ ინციდენტთან – დეზინფორმაციით ცდილობენ შეგნებულად შებღალონ ორგანიზაციის სახელი , – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ორბელიანის მოედანზე მომხდარ ინციდენტს.
როგორც ჩაკვეტაძე აღნიშნავს,
“მსურს გამოვეხმაურო გუშინ, ორბელიანის მოედანზე მომხდარ ინციდენტს.
ორი დღეა, ოპოზიციური მედიასაშუალებები მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ ვამხილეთ მსგავსი ,,ფეიკები”, თუმცა, კვლავ აქვს ადგილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.
კერძოდ, პირველ ეტაპზე გავრცელდა ტყუილი, რომ ჩვენი ორგანიზაციის წევრი, ზუკა კირვალიძე მონაწილეობდა ორბელიანზე მომხდარ ინციდენტში. შემდეგ, ეს თავადვე უარყვეს.
დღეს კი, საზოგადოებას ისევ არწმუნებენ, რომ ამ ფაქტის შესაძლო ფიგურანტები ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ორგანიზაციას და მის არც ერთ წევრს არანაირი შეხება არ აქვს ამ ინციდენტთან.
სამწუხაროდ, მსგავსი სიუჟეტებითა და დეზინფორმაციით ეს ჯგუფები ცდილობენ შეგნებულად შებღალონ ორგანიზაციის სახელი და ავტორიტეტი.
მოვითხოვთ ნაც. მოძრაობის ტელევიზიებისგან საჯაროდ უარყონ ეს ბრალდებები.
“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია კატეგორიულად ემიჯნება და გმობს ნებისმიერ ძალადობას”, – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს,რომ ორბელიანის მოედანზე მამაკაცი „ქალების მარშის“ მონაწილეს ფიზიკურად უსწორდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება