ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე მალე დაბრუნდება - „უოტფორდის“ მწვრთნელი

გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე მალე დაბრუნდება - „უოტფორდის“ მწვრთნელი

გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე მალე დაბრუნდება – ამის შესახებ „უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი გრასიამ გამოცემა Watfordobserver-თან ისაუბრა.
„26 წლის ქართველ ფეხბურთელს აპრილის შემდეგ არ უთამაშია. „ბრისტოლთან“ 1:2 წაგების შემდეგ ფეხზე ძლიერი ტკივილი იგრძნო. ასეთი ტრავმის აღდგენის პროცესი ნელა მიმდინარეობს. ამის გამო ჩაკვეტაძეს სამკურნალოდ დიდი დრო დასჭირდა, „უოტფორდის“ სამედიცინო პერსონალი კი სიფრთხილეს იჩენდა.
თავისი სათამაშო თვისებებიდან გამომდინარე, ჩაკვეტაძე გუნდის შეტევას გააძლიერებს. თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა არ ჩქარობს და ფეხბურთელის ბოლომდე გამოჯანმრთელებას ელოდება. ასეთი ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ პროცესის დაჩქარება გაუმართლებელი იქნება“, – წერს Watfordobserver-ი.
გამოცემა „უოტფორდის“ მწვრთნელის, ხავი გრასიას კომენტარსაც აქვეყნებს: „ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში თამაშიც დაიწყოს, თუმცა ეს ზუსტად როდის მოხდება, ჯერჯერობით ვერ გეტყვით“.
პირველი არხი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.