გიორგი ჩაკვეტაძე დეპუტატებთან ერთად თბილისის 94-ე საჯარო სკოლას ესტუმრა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან, ქეთევან ჩარკვიანთან და სალომე ჯინჯოლავასთან ერთად ჯამბულ წურწუმიას სახელობის თბილისის № 94 საჯარო სკოლას ესტუმრა.
პარლამენტის წევრები მოსწავლეებსა და სკოლის პერსონალს შეხვდნენ და ზოგად განათლებაში მიმდინარე რეფორმები გააცნეს. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. სკოლის მოსწავლეებმა დეპუტატებთან სასკოლო კლუბების, ოლიმპიადებისა და სკოლაში მოქმედი მედია კლუბ „თანამგზავრის“ შესახებ ისაუბრეს.
„თბილისის 94-ე საჯარო სკოლა თავისი ისტორიითა და მიღწევებით გამორჩეული სკოლაა. მოსწავლეებს პარლამენტის საქმიანობასა და განათლების სექტორში მიმდინარე რეფორმებზე ინფორმაცია გავუზიარეთ. მოვისმინეთ მათი საჭიროებებიც, რასთან დაკავშირებითაც უახლოეს პერიოდში უწყებებთან კოორდინაციით შესაბამისი რეაგირება გვექნება“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …