ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ჩაკვეტაძე - გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც 26 მარტს იყო - უარი რუსეთს, სრული სვლით ევროპისკენ

გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისევ ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება, - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე Instagram-ზე წერს.
გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, რთულია იმის ყურება, როგორ უპირისპირდებიან თანამოქალაქეებს.
„მიჭირს და რთულია ვუყურო, როგორ უპირისპირდებიან ჩემს თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით ქალებს და ბავშვებს. არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, არანაირი კანონი არ დგას ამაზე მაღლა. გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისევ ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც 26 მარტს იყო! უარი რუსეთს, სრული სვლით ევროპისკენ“, - წერს ჩაკვეტაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.