ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არჩილ გაგნიძე - იმედი არ მაქვს, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებთ, რაც არის მაქსიმუმი, იმას „დააჩაქუჩებთ“, თქვენ მეუბნებით, რომ პატივი გცეთ? - უნდა გამიგოთ, ახალგაზრდობას ვტოვებ ქსანში!

იმის იმედი არ მაქვს, რომ განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებთ. რაც არის მაქსიმუმი, იმას „დააჩაქუჩებთ“, თქვენ მეუბნებით, რომ პატივი გცეთ? - ამ სიტყვებით მიმართა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა არჩილ გაგნიძემ მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილს.
ბრალდებულებმა - არჩილ გაგნიძემ, ვახტანგ ჩიქოვანმა და ნიკოლოზ რევაზიშვილმა, რომელთაც საქმის მთავარი მოწმისთვის - გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან, სიტყვით ისარგებლეს. ისინი სხდომაზე აცხადებდნენ, რომ არც მკვლელობა ჩაუდენიათ და არც ამირხანაშვილისთვის აღუკვეთავთ თავისუფლება.
„დაგვიჭირეს ბევრი ადამიანი - პატარები, დიდები. ყველას 109-ე მუხლი წაგვიყენეს, ეგონათ ერთმანეთზე გავიშვერდით ხელს, მაგრამ არ მოხდა ისე, როგორც თქვენ გინდოდათ, ხუთივეს 16 წელი პატიმრობა მოგვისაჯეს, საქმე გამოძიებული არ აქვთ.
140-კილოიანი კაცი რომ ჩადიოდა იმ დაღმართში, ამას რომ იტყვის, ერთი მოწმე მაინც მომიყვანეთ. იმის იმედი არ მაქვს, რომ განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებთ. რაც არის მაქსიმუმი იმას „დააჩაქუჩებთ“, თქვენ მეუბნებით რომ პატივი გცეთ? უნდა გამიგოთ პატივცემულო მოსამართლე, მეც ნერვები მაქვს და ახალგაზრდობას ვტოვებ ქსანში“, - განაცხადა გაგნიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.