ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, გიორგი შაიშმელაშვილი:
კობახიძემ ხუთი დღის წინ თქვა, წელს რთველი იქნება ყველაზე ორგანიზებულიო. მეორე ფოტოზე, იხილეთ ორგანიზებული რთველი და ბანკის ვალებში ჩამხრჩვალი მევენახეები.
ფაქტია, რომ სუბსიდიასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემა ახლა ზედ რთველის სეზონზე ვერ გამოსწორდება.
ამიტომ, ახლა მთავარი მოთხოვნა შაქრის შემცველობასთან დაკავშირებული რეგულაციის შეცვლა უნდა იყოს, როგორც დროებითი ზომა სოციალური კატასტროფის თავიდან ასარიდებლად.






