ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ქოჩორაშვილი: საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა და "ლევანტეს" სახელი

საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა თავის "ფეისბუქის" გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:
"ხანგრძლივი სეზონი იყო "ლევანტესთან" ერთად, უდიდესი გამოცდილებით. სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ მიზანს, რომელიც დავისახეთ სეზონის დაწყებამდე, თუმცა თუ გინდა მიაღწიო მიზანს, დამარცხების შემდეგაც კი უნდა ადგე და გააგრძელო ბრძოლა. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვაპირებთ! მადლობა გულშემატკივრებს კარგ და მძიმე პერიოდში მიღებული მხარდაჭერისთვის. მალე შევხვდებით.
ახლა კი, დროა, სრულად ვკონცენტრირდე საქართველოს ნაკრებზე, რათა გავაკეთო ყველაფერი, რომ საუკეთესოდ წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა და "ლევანტეს" სახელი".

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.