ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ქოჩორაშვილი - გზას, რომელიც საკმაოდ რთულია, მსოფლიოში საუკეთესო, ქართველი გულშემატკივარი გვიმარტივებს - ქართველმა ხალხმა ეს სიხარული დაიმსახურა

გზას, რომელიც საკმაოდ რთულია, მსოფლიოში საუკეთესო, ქართველი გულშემატკივარი გვიმარტივებს, - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ეს სიხარული დაიმსახურა.
„ისტორია, რომელიც ყველამ ერთად დავწერეთ და კვლავაც ვაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს. გზას, რომელიც საკმაოდ რთულია, მსოფლიოში საუკეთესო, ქართველი გულშემატკივარი გვიმარტივებს.
ქართველმა ხალხმა ეს სიხარული დაიმსახურა. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. შევხვდებით კიოლნში“, - წერს გიორგი ქოჩორაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.