არქივი7 თებერვალი, 2025, 19:54
გიორგი ქადაგიძე 2500 ლარით დააჯარიმეს

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 2 500 ლარით დააჯარიმა. ქადაგიძე 2 თებერვალს სანაპიროზე დააკავეს. ის აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, “თბილისი მოლიდან” რუსთაველის გამზირისკენ მიდიოდა.
ქადაგიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას – პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.